ტურინის „იუვენტუსმა“ მასიმილიანო ალეგრი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსმა“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
56 წლის ალეგრი იტალიური ფეხბურთის გრანდს ჯერ 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ გუნდი 2021 წელს ჩაიბარა. „იუვენტუსთან“ ერთად იტალიელმა სპეციალისტმა 12 ტიტული მოიგო.
რამდენიმე დღის წინ ტურინულმა გუნდმა იტალიის თასის ფინალში „ატალანტა“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის თასი ისტორიაში მე-15-ედ მოიპოვა.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში.