ტური ქუთაისელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება - „ტორპედო“ სახლში 20 აგვისტომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
8 მაისს, ეროვნულ ლიგაში, მორიგი ტური დაიწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისაა, რომ ქუთაისში „ტორპედო“ დედაქალაქურ „საბურთალოს“ „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე უმაყურებლოდ უმასპინძლებს.
მიზეზი რამდენიმე დღის წინ სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ქუთაისურ კლუბს „დინამო თბილისთან“ შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტისთვის სანქციები დაუწესა. სულ ქუთაისელები უმაყურებლოდ 5 მატჩს გამართავენ, დისკვალიფიკაცია კი მხოლოდ 20 აგვისტოს, 22-ე ტურის მატჩში თბილისის „ლოკომოტივთან“ დაუსრულდებათ.
უმაყურებლობა ქუთაისელთა ერთ-ერთი პრობლემაა და არა – ერთადერთი. „დინამოსთან“ მატჩის დროს მომხდარისთვის დისკვალიფიცირებულები არიან „ტორპედოს“ ფეხბურთელები – „საბურთალოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე და ვაჟა ტაბატაძე.
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩები 8 და 9 მაისს გაიმართება.
8 მაისი, 12-ე ტური
სიონი – დინამო (თბ)
ტორპედო – საბურთალო
დინამო (ბთ) – დილა
9 მაისი
სამგურალი – თელავი
გაგრა – ლოკომოტივი