ტურამმა ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ტურამმა ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

„გლადბახის“ ფორვარდი მარკუს ტურამი ბუნდესლიგამ ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა იმ ინციდენტის გამო, რომელიც გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში მოხდა. კერძოდ, ფრანგმა ფეხბურთელმა მეტოქის მცველს შტეფან პოშს სახეში შეაფურთხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ექვსიდან ერთი მატჩის დისკვალიფიკაციას პირობითი ხასიათი აქვს. სასჯელი ვრცელდება ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მატჩებზე.

23 წლი ტურამს ასევე მოუწევს 40 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა. გარდა ამისა, „გლადბახის“ სპორტული დირექტორის მაქს ებერლის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელი ერთი თვის ხელფასის ექვივალენტის თანხით დააჯარიმა.