ტურ დე ფრანსს მთავარი ფავორიტი გამოტოვებს
ტურ დე ფრანსს მთავარი ფავორიტი გამოტოვებს

ცნობილმა ბრიტანელმა ველომრბოლელმა კრის ფრუმმა ტრავმა მიიღო საფრანგეთში მრავალდღიანი ველორბოლის „კრიტერიუმ დოფინეს“ დროს, რომელიც პრესტიჟული „ტურ დე ფრანსის“ გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა.

ფრუმი Team Ineos-ის გუნდში გამოდის, რომლის პრესსამსახურმაც დაწერა, რომ ველომრბოლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის ვერ შეძლებს რბოლის გაგრძელებას. 34 წლის ფრუმს, სავარაუდოდ, მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. დიდი ალბათობით, მას მოუწევს „ტურ დე ფრანსის“ გამოტოვება. ფრანგული ველომარათონი 6 ივლისს იწყება.

კრის ფრუმს „ტურ დე ფრანსი“ ოთხჯერ აქვს მოგებული. ის აგრეთვე იყო „ჯირო დ’იტალიასა“ და „ვუელტას“ გამარჯვებული, რომელსაც ორი ბრინჯაო აქვს მოპოვებული ოლიმპიურ თამაშებზე.