სამშაბათს, ფრანგული ველომარათონის, „ტურ დე ფრანსის“ მე-16 ეტაპი იმართება, რომელიც გარკვეული დროით შეწყვეტილი იყო ფერმერების პროტესტის გამო. მათ ტრასის ბლოკირება თივის ზვინებით სცადეს, – იტყობინება ტურის ოფიციალური ვებგვერდი.
საქმეში პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, რომელმაც ცრემლსადენი გაზის მეშვეობით შეძლო დემონსტრანტების დაშლა. მაგრამ, ამასთან, თავად ველომრბოლებიც დაზარალდნენ – მათ თვალების ამორეცხვა და სამედიცინო დახმარებს დასჭირდათ.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ეტაპი გაგრძელდა.