თუ სეზონი არ განახლდება, უეფა ჩემპიონებად აღიარებს გუნდებს, რომლებიც ჩემპიონატებს ლიდერობენ
უეფა 17 მარტს დანიშნული ვიდეოკონფერენციისას განიხილავს საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემიის გამო ეროვნული ჩემპიონატების შეწყვეტას, – წერს ესპანური გაზეთი AS.
უეფას სურს განსაზღვროს ჩემპიონების გამოვლენის კრიტერიუმები, აგრეთვე უნდა იმ კლუბების გამოვლენა, რომლებიც მიიღებენ ადგილებს ევროთასებზე.
თუ ეროვნული ჩემპიონატები არ განახლდება, უეფა აპირებს ჩემპიონებად აღიაროს კლუბები, რომლებიც ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე არიან გათამაშების ცხრილებში. იგივე პრინციპით იგეგმება ევროთასების მონაწილეების გამოვლენა.
რაც შეეხება გუნდების გადასვლას დივიზიონებს შორის, ამ საკითხს უეფა გასარკვევად დაუტოვებს ეროვნულ ჩემპიონატებს.