თუ ინგლისში სეზონი არ დასრულდა, „ლიდსი“ და „ვესტ ბრომვიჩი“ პრემიერლიგაში გადავლენ
„ლიდსი“ და „ვესტ ბრომვიჩი“ პრემიერლიგის საგზურებს მიიღებენ, თუ ინგლისში 2019-20 წლების სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო ვადაზე ადრე დასრულდება.
ამასთან, იტყობინებიან, რომ პრემიერლიგის მესამე საგზურს მაინც ტრადიციულად – პლეი ოფის დახმარებით გაითამაშებენ. ასევე გათვალისწინებულია ჩემპიონშიფიდან გავარდნა.
„ლიდსმა“ 37 ტურში 71 ქულა დააგროვა და ჩემპიონშიფის ცხრილში პირველ ადგილზეა. „ვესტ ბრომვიჩს” 70 ქულით მეორე ადგილი უკავია. სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შემთხვევაში, პრემიერლიგის მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ – „ფულჰემი“, „ბრენტფორდი“, „ნოტინგემი“ და „პრესტონი“, რომლებიც 3-6 ადგილებს იკავებენ.