„თსუ“-სა და „თელასის“ წარმატებული სტუმრობა - „ილიაუნიმ“ პირველად მოიგო
„თსუ“-სა და „თელასის“ წარმატებული სტუმრობა - „ილიაუნიმ“ პირველად მოიგო
ფუტსალის ლიგში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ილიაუნისა“ და „თბილისის“ დაპირისპირებით დაიწყო.
 
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ილიაუნიმ“ წონასწორობა ორჯერ აღადგინა, 36-ე წუთზე კი გიორგი კურტანიძემ ერთიც გაიტანა, საბოლოოდ ილიას უნივერსიტეტის გუნდმა 3:2 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.
მესამე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. ქუთაისის „მართვემ“ მოქმედ ჩემპიონ „თელასს“ უმასპინძლა. „ენერგეტიკოსებმა“ პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის დასრულებამდე „ქუთათურებმა“ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ ერთი მიიღეს და 2:4 დამარცხდნენ. გამარჯვებულიიდან დუბლი ამირან ცხომარიამ გაიფორმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტს (ბსუ) დაუპირისპირდა და სანახაობრივ საუნივერსიტეტო დერბიში 2:1 გაიმარჯვა. ბორის ესებუას გოლს (ბსუ) ნუკრი გოგუაძემ უპასუხა. დავით ბობოხიძემ კი 38-ე წუთზე გუნდს სამი ქულა მოუტანა.
თსუ-სა და „თელასს“ 9-9 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. მომდევნო ტურში კი მაყურებელი სწორედ მათ დაპირისპირებას იხილავს.