თსუ-ს მწვრთნელი - სერიაში დაწინაურება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში თსუ-მ მოქმედ ჩემპიონ „თელასს“ 2:1 სძლია.
მატჩის შემდეგ თსუ-ს ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა: დავით ბობოხიძემ კომენტარი გააკეთა და გამარჯვების მიზეზებზე ილაპარაკა.
„ჩვენი მეტოქე „თელასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, დაძაბულ თამაშს ველოდით. გუნდმა დაკისრებულ დავალებებს თავი კარგად გაართვა, დაცვაში მაქსიმალურად უშეცდომოდ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უფრო დავლაგდით“, – ამბობს დავით ბობოხიძე.
თსუ-ს მთავარი მწვრთნელმა განმეორებით შეხვედრაზეც ილაპარაკა:
„ამ მატჩმა დიდი ენერგია წაიღო და ახლა მნიშვნელოვანია კარგი დასვენება. სერიაში დაწინაურება სასიამოვნოა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. „თელასმა“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი მოთამაშე ფინალის ბედს ვერ გადაწყვეტს“.