თსუ-ს კაპიტანი - წელს ყველაზე კონკურენტუნარიანი ფუტსალის ლიგა იქნება
20 იანვარს ფუტსალის ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ლიგის დებიუტანტს, პსპ-ს შეხვდება.
2007 წელს ჩამოყალიბებული თსუ ყველა გათამაშებაში სისტემატიურად მონაწილეობდა. საქართველოს ორგზის ჩემპიონობის გარდა (2016, 2020), თსუ-მ 2012 წელს საქართველოს თასი მოიგო.
გუნდის კაპიტანი მიხეილ თევზაძე ამბობს, რომ თსუ-ს მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა.
„ახალი სეზონის დაწყებას ფეხბურთელები და გუნდის თითოეული წევრი მოუთმენლად ველოდებით, ძალიან დიდი შემართებით ვართ, გვინდა ტიტული დავიცვათ და შარშანდელი ტრიუმფი გავიმეოროთ. რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა, თუმცა ძალიან კარგი შევსება მივიღეთ. ვფიქრობ საინტერესო და დაძაბული სეზონი გველოდება, ყველა გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ჩემი აზრით, წლევანდელი გათამაშება ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. ინტენსიურად ვვარჯიშობთ და ვემზადებით, ვცდილობთ ჩემპიონატის სტარტისთვის მაქსიმალურად კარგ ფიზიკურ კონდინციაში ვიყოთ, ვიმედოვნებ წარმატებული სეზონი გვექნება“, – ამბობს მიხეილ თევზაძე.