თსუ-მ კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა
თსუ-მ კონკურენტი დაამარცხა და გალიდერდა

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ვიცე-ჩემპიონს, „თელასს“ დაუპირისპირდა და ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა.

თსუ-მ ჩემპიონობა სწორედ „თელასთან“ შეხვედრაში მოიპოვა და ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპული იყო. ვიცე-ჩემპიონი ნაკრების საბაზო გუნდია და ორივე გუნდისთვის მოგებას 3 ქულაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ანგარიში თსუ-მ კარგად დაიწყო და მეორე წუთზე გიორგი ჩიკვაიძემ ანგარიში გახსნა. „თელასმა“ ამის შემდეგ მეტოქის მიმართ პრესინგით ითამაშა და მე-15 წუთზე შედეგსაც მიაღწია – ჯანიკო გიორგაიამ ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ 33-ე წუთზე თავი ისევ ჩიკვაიძემ გამოიჩინა და როგორც გაირკვა, თსუ-ს გამარჯვება მოუტანა.

საბოლოოდ, თსუ-მ „თელასი” 2:1 დაამარცხა და „თბილისთან“ ერთად 6-6 ქულით ჩემპიონატში გალიდერდა.

 

ფუტსალის ლიგა

თსუ – 6

თბილისი – 6

თელასი – 3

კსუ – 3

ილიაუნი – 0

პსპ – 0

 

2 თებერვალს საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს, ჩემპიონატი კი 5 თებერვალს განახლდება.