რთულ პერიოდი „კლივლენდ კავალიერსისთვის“, მას შემდეგ რაც გუნდის ყოფილი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი „ლეიკერსში“ გადავიდა, „კავალიერსმა“ მეორე ლიდერი კევინ ლავი გარკვეული პერიოდით დაკარგა, რომელმაც ტრავმა მიიღო. ცუდი ამბები „კლივლენდისთვის“ ამით არ დასრულებულა. გუნდის ამ ფორმაციის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, ტრისტან ტომპსონმა საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო და ექიმების განცხადებით 2-4 კვირას გამოტოვებს. შეგახსნებთ, რომ „კლივლენდი“ ამ დროისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილზეა.