თრილერი ტვიკენჰემის სტადიონზე | ახალმა ზელანდიამ თხუთმეტქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გაიმარჯვა (ვიდეო)
ლონდონის ტვიკენჰემის სარაგბო სტადიონზე ინგლისი აზალ ზელანდიას შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
მატჩის მეორე წუთზე მასპინძლებმა პირველი ლელო დადეს, ეს კრის ეშტონმა გააკეთა, მოგვიანებით კი დილან ჰარტლიმ ერთიც დაუმატა და ინგლისი 15-0 დაწინაურდა.
მიუხედავად ამისა, „ოლ ბლექსმა“ გადაწყობა მოახერხა და ბოდენ ბარეტისა და დემიენ მაკკენნზის წყალობით ანგარიში ხუთ ქულამდე შეამცირა – 15-10. ამის შემდეგ, ბარეტის არეკნითა და ერთი ჯარიმით ახალი ზელანდია წინაც გავიდა.
ინგლისი არ დანებდა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კორტნი ლოუსმა ლელო დადო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ლოუსი ოფსაიდში იყო და მსაჯებმა ეს დამიწება გააუქმეს.
საბოლოოდ, ახალმა ზელანდიამ 16-15 მოიგო.
საინტერესოა, რომ ინგლისმა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ახალი ზელანდია მხოლოდ ერთხელ დაამარცხა.
შემოდგომის სხვა ტესტ-მატჩები ასე დასრულდა:
უელსი 9-6 ავსტრალია
ირლანდია 28-17 არგენტინა
იტალია 28-17 საქართველო
შოტლანდია 54-17 ფიჯი