Tribalfootball - კვარაცხელიას გადაყვანით ყველაზე მეტად „ჩელსი“ დაინტერესდა #1TVSPORT
Tribalfootball - კვარაცხელიას გადაყვანით ყველაზე მეტად „ჩელსი“ დაინტერესდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიათი რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი ლონდონის „ჩელსის“ აქვს – ინფორმაცია გამოცემა Tribalfootball ავრცელებს.

„ლონდონის „ჩელსი“ ბოლო გუნდია, რომელიც „ნაპოლის“ ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი გამოავლინა. გარემარბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის იტალიური გრანდისთვის გამორჩეული მოთამაშეა.

სამშაბათს ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის „ნაპოლიმ“ ამსტერდამში „აიაქსი“ დაამარცხა. გამოცემა Express-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას მიმართ ამ დროისთვის „დიდი კლუბებიდან“ ყველაზე მეტი ინტერესი „ჩელსის“ აქვს.

ასევე გავრცელდა ლონდონური კლუბის ფანების ვარაუდი, რომ ქართველი ფეხბურთელი „ჩელსის“ ფანია. მათ აღმოაჩინეს 2006 წელს გადაღებული კვარაცხელიას ფოტო, სადაც ის „ჩელსის“ მაისურშია. სურათი „ჩელსის“ ფანებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს“ – წერს Tribalfootball.