ტრევორ არიზა ერთ-ერთია იმ კალათბურთელებისგან, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წელს გუნდს შეიცვლის.
ვეტერანი ამ დოისთვის „ფინიქსის“ ღირსებას იცავს. ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ინტერესზე, თუმცა როგორც გაირკვა არიზას გადაბირების ყველაზე რეალურ ვარიანტად „ვაშინგტონი“ განიხილება, რომელიც ტრევორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, ამტკიცებს ESPN – ის ჟურნალისტი ანდრეი ვოჟნაროვსკი.
მისი თქმით გაცვლაში „მემფისიც“ მიიღებს მონაწილეობას და „ფინიქსი“ არიზას სანაცვლოდ ოსტინ რივერსს და „გრიზლის“ რამდენიმე კალათბურთელს მიიღებს. სანაცვლოდ კი „მემფისი“ კელი უბრეთი გაძლიერდება.