ტრევორ არიზა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს
ივლისის დასაწყისში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 22 გუნდი ორლანდოში, კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე მოიყრის თავს. კარანტინის გავლის შემდეგ, გუნდებს ვარჯიშის საშუალება მკაცრი პროტოკოლის პირობებში მიეცემათ. სეზონი 31 ივლისს განახლდება. გუნდები რეგულარულში სულ რვა მატჩს ჩაატარებენ, რის შემდეგაც პლეიოფის სერია აიღებს სტარტს. იმ კალათბურთელებს კი, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო განახლებულ სეზონში მონაწილეობა არ სურთ ოთხშაბათამდე უნდა მიიღონ ამის შესახებ გადაწყვეტილება და ლიგის ხელმძღვანელობას აცნობოს.
პირველი მოთამაშე, რომელმაც ღირად დააფიქსირა საკუთარი აზრი და თამაშზე უარი თქვა დავის ბერტანსი იყო. „ვაშინგტონის” მსროლელმა ტრავმის გამო განახლებულ სეზონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელი „პორტლენდი“ პლეი ოფის საგზურისთვის ტრევორ არიზას გარეშე იბრძოლებს. ЕSPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ არიზას შვილის ნახვის საშუალება სეზონის განახლების პერიოდში ექნება და მან არჩევანი შვილზე გააკეთა.
არიზამ მიმდინარე სეზონზე „პორტლენდის“ შემადგენლობაში სულ 21 მატი გამართა და საშუალოდ 11 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა.