ტრავმის შემდეგ ჩატარებული პირველი მატჩი და ახალი ტრავმა - არსენალი მცველს ცხრა თვის განმავლობაში მოისაკლისებს
ლონდონის არსენალის ესპანელმა მცველმა ეკტორ ბელერინმა მძიმე ტრავმა მიიღო და ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. 23 წლის ფეხბურთელი, ჩელსისთან მატჩის 72-ე წუთზე, საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, საუთჰემპტონთან მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, ბელერინი მოდეანზე პირველად გამოვიდა.