ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონატის გასვლით მატჩში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

16:43, 08.08.2026

„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს, – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Abseits-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გასვლით მატჩში „ჰარტბერგს“ ქართველი ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება. მთავარ მწვრთნელს, ფაბიო ინგოლიჩს ასევე არ ეყოლება ფილიპ როზგა და ლეონ გრგიჩიც.

გრაცის გუნდი შაბათს, 19:30 საათზე „პროფერტილ არენაზე“ ითამაშებს. „შტურმისთვის“ ეს მჭიდრო გრაფიკის პირობებში მორიგი რთული გამოწვევაა – ოთხშაბათს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი „ფენერბახჩესთან“ ანგარიშით 0:2 წააგო, ბუნდესლიგის ახალი სეზონის საწყის შეხვედრაში კი „შტურმი“ „ტიროლთან“ ფრეს დასჯერდა.

მსგავსი