ტრავმის გამო ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„ბარსელონას“ თავდამსხმელი, 17 წლის ლამინ იამალი ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებში ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
იამალმა კოჭის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო, რომელშიც „ბარსელონა“ სტუმრად „რეალ სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.
გავრცელებული ცნობით, იამალი ვარჯიშის განახლებას მომავალი სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. მის ნაცვლად ესპანეთის ნაკრებში „ჟირონას“ შემტევ ნახევარმცველს, ბრაიან ხილს უხმეს.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას ჩაატარებს – 15 ნოემბერს გასვლაზე დანიას შეხვდება, ხოლო 18 ნოემბერს შვეიცარიას უმასპინძლებს.