ტრავმირებულმა ტოჩინოშინმა იკიოი დაამარცხა (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს ბოლო დღეს ქართველი რიკიში, ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა იკიოის დაუპირისპირდა და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა. რა თქმა უნდა, ტოჩინიშინი დღესაც ტრავმირებული ხელით ასპარეზობდა.

ლევან გორგაძეს გაზაფხულის ბაშოზე 13 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა.

დღის ბოლო ბრძოლამდე 13 მოგება და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა დიდ ჩემპიონ კაკურიუს, რომელიც იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდა.

ლევანს იუშოს აღების შანსი იმ შემთხვევაში რჩებოდა, თუკი ჰაკუჰო კაკურიუს დაამარცხებდა. დაპირისპირებაში კაკურიუმ იმარჯვა და 14-1 ბალანსით გაზაფხულის ბაშოს გამარჯვებული გახდა.