ტრავმირებულმა რაფაელ ნადალმა გოლფის ტურნირზე მეექვსე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მონაწილეობა მიიღო გოლფის პროფესიულ ტურნირში – ბალეარის კუნძულების ჩემპიონატში.
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა მეექვსე ადგილი დაიკავა და გაიმეორა შარშანწინდელი შედეგი, როცა ამ ტურნირზე როლან გაროსის მოგების შემდეგ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა 20 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გამოტოვებს 2021 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს. აგვისტოს დასაწყისში ის პირველად გამოჩნდა კორტზე როლან გაროსის შემდეგ – მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონის ტიურნირში და უკვე მესამე წრეში დამარცხდა ნაკლებად ცნობილ სამხრეთაფრიკელთან ლოიდ ჰარისთან. სწორედ ამის შემდეგ, ესპანელმა ტერფის ტრავმა მოიმიზეზა და ოფიციალურად გამოაცხადა სეზონის დასრულების შესახებ.