ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სეზონი წარუმატებლად განაახლა. ავსტრიის ბუნდესლიგაში უკვე მეორე ტური გაიმართა და გრაცელები ამჯერადაც დამარცხდნენ.
23-ე ტურში „შტურმი“ ვენის „ალიანს სტადიონზე“ მესამეადგილოსან „რაპიდს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლები 28-ე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ, ხოლო მატჩის მიწურულს კიდევ ორი გაიტანეს და საბოლოოდ 4:0 „რაპიდის“ სასარგებლოდ.
ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. წაგების მიუხედავად, ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის გვერდმა „სოპასქორმა“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს გრაცელებში, ლუკას შპენდლჰოფერთან ერთად, ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა – 7,2 ქულა გამარჯვებულებშიც კი, კიტეიშვილზე უკეთესი შეფასება მხოლოდ 4 მოთამაშეს ჰქონდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ორივე შეხვედრა 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ქუსლით ტრავმით ითამაშა.
„შტურმს“ 24 ტურის შემდეგ კვლავ 16 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა, ლიდერი „ზალცბურგია“ (30 ქულა), ხოლო მეორე ადგილზე „ვოლფსბერგერია“ (23 ქულა).