ტრავმირებული კანკავა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო - „ჯვაროსნებმა“ „მიხეილ მესხი არენაზე“ ივარჯიშეს #1TVSPORT
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდმა ბოლო ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა. გურამ გიორბელიძემ ავსტრიის ბუნდესლიგის კონფერენციის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა დღეს გამართა და საქართველოში ხვალ ჩამოვა. დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც ესწრებოდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები თბილისში ბოლო ვარჯიშს, 31 მაისს, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.
„ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) გამართავენ. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.