ტრავმირებული ჯანო ანანიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ტრავმირებული ჯანო ანანიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ლიტვასთან ამხანაგური შეხვედრის მე-6 წუთზე ტრავმა მიიღო და იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი გამოვიდა.

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრავმირებული და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. მან გუნდთან ერთად ვარჯიში 2018 წლის 27 თებერვალს განაახლა.

მიღებული ტრავმის შემდეგ იგი გამოკვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.