ტრავმირებულ ენტონი დევისს „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ დევინ ბუკერი ჩაანაცვლებს
გუშინ ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე რეზევრებიც დაასახელა. მთლიან შემადგენლობაში ვერ მოხვდა რამდენიმე კალათბურთელი, რომლებიც ბევრის აზრით ამას იმსახურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე „ფინიქსის“ წევრი დევინ ბუკერია. ლებრონ ჯეიმსმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დევინ ბუკერი ლიგაში ყველაზე დაუფასებელი ვარსკვლავია.
ბუკერი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 24.7 ქულას, 4.8 პასსა და 3.8 მოხსნას აგროვებს. მისი „ფინიქსი“ კი დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. შარშან ბუკერმა მიიღო მონაწილეობა ყველა ვარსკვლავის მატჩში, წელს კი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, გულშემატკივარი დევინს ALL STAR-ზე მაინც იხილავს. „ფინიქსის“ გამთამაშებელი ტრავმირებულ ენტონი დევისს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ განცხადება ნბა-ს კომისარმა ადამ სილვერმა გააკეთა.