ტრავმირებულ დვალს ნავალოვსკი შეცვლის - ვაისი ნაკრებს 18 მარტს შეკრებს
მარტის მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა გიორგი ნავალოვსკი გამოიძახა, გამოცდილი მცველი ლაშა დვალს შეცვლის.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2020“-ის შესარჩევი თამაშებისთვის მოსამზადებლად 18 მარტს შეიკრიბება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეს ცვლილება იძულებით განახორციელა. ტრავმის გამო „ჯვაროსნებს“ უნგრული „ფერენცვაროშის“ მცველი ლაშა დვალი დააკლდა.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება, რომელიც ახლახან ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. შვეიცარიასთან (23 მარტი) და ირლანდიასთან (26 მარტი) მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები მზადებას საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარმართვას.
საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
„ევრო-2020“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვეიცარიას შორის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში „ჯვაროსნები“ გასვლაზე ირლანდიას 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 საათზე შეხვდებიან. ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.