ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მიქაუტაძე დღეს „სენტ-ეტიენთან“ ითამაშებს #1TVSPORT
დღეს, ლიგა 2-ის მე-14 ტურში „სენტ-ეტიენთან“ მატჩს, „მეცი“ კარგი ამბებით ხვდება – სასიამოვნო სიურპრიზი მოედანზე გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაა, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ინფორმაციას ფრანგული ვებგვერდი ouest-france ავრცელებს.
მეორე ფრანგული ინტერნეტ-პორტალი score.fr კი წერს, რომ მიქაუტაძე მალე მომჯობინდა და მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.
„მეცის“ მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც მისი გუნდი დღეს საღამოს „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება და გუნდი წარმოდგენილი იქნება, ფაქტობრივად, სრული პოტენციალით, რადგან ტრავმირებულები მომჯობინდნენ. ამავე დროს, ბოლონიმ გულშემატკივრები გაახარა იმით, რომ შეხვედრამდე მოედანს დაუბრუნდა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია.
ეს დაბრუნება მეცისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მიქაუტაძე მესინას შეტევის მთავარი ელემენტია, რომელმაც სეზონის დაწყებიდან ყველა შეჯიბრებაში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს score.fr.
თავდამსხმელი გასულ სამშაბათს საფრანგეთის თასზე დაშავდა და მიღებული ტრავმის გამო, მისი თამაში საეჭვო იყო, მაგრამ მატჩამდე ბოლონიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სწრაფად მომჯობინდა.
„მიქაუტაძემ მოედანი სათასო მატჩის დროს ნაადრევად დატოვა. მას ორი ვარჯიშის გამოტოვებაც მოუხდა, მაგრამ არის დიდი შანსი, რომ დღეს დაბრუნდეს“ – განაცხადა ბოლონიმ.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცი“ „სენტ-ეტიენს“ საკუთარ მოედანზე დღეს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 დაიწყება.