Transfersdotcom - გიორგი მიქუატაძეს მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკო“ ახალ სეზონში გიორგი მიქაუტაძის დამატებას გეგმავს – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას Transfersdot-ი ავრცელებს.
„ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც იჯარით ფრანგულ „მეცში“ თამაშობს, მადრიდის „ატლეტიკო“ იწვევს. ქართველ თავდამსხმელს ამსტერდამულ კლუბში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იანვარში იჯარით „მეცში“ დაბრუნდა, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – წერს Transfersdot-ის რედაქტორი, რობინ ბერნერი.
მიქაუტაძე ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა აპრილის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ხოლო ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა – ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აპრილში გიორგიმ „მეცში“ ოთხ მატჩში ექვსი გოლი (ორჯერ დუბლი შეასრულა) გაიტანა, თანაც მეტოქის კარის აღება ოთხივე შეხვედრაში მოახერხა.
საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონის ნახევარი გაატარა, 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.