„ტრანსფერმარკტზე“ საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ფასი ხუთი მილიონი ევრო გახდა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტზე“ საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ფასი ხუთი მილიონი ევრო გახდა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ფასი ხუთ მილიონ ევრომდე გაიზარდა – განახლებული შეფასება „ტრანსფერმარკტზე“ გამოქვეყნდა.

ივნისში 20 წლის ქართველი მცველის ფასი მხოლოდ 300 ათასი ევრო იყო, „ემპოლიში“ ჩატარებული მატჩებისა და საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ კი მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა.

ამ მაჩვენებლით გოგლიჩიძე ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა. „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით შეიცვალა „ლევანტეს“ ქართველი ლეგიონერის, გიორგი ქოჩორაშვილის ფასი და ის 2,5 მილიონიდან 4 მილიონი ევრო გახდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების საუკეთსო ათეული:

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო;

გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო;

გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“ – 20 მილიონი ევრო;

ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო;

ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ – 5 მილიონი ევრო;

ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 5 მილიონი ევრო;

საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“ – 5 მილიონი ევრო;

გიორგი ქოჩორაშვილი, „ლევანტე“ – 4 მილიონი ევრო;

გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“ – 2.5 მილიონი ევრო;

გიორგი გოჩოლეიშვილი, „კოპენჰაგენი“- 2.5  მილიონი ევრო.