„ტრანსფერმარკტზე“ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შემცირდა, მაგრამ ქართველი სერია A-ს საუკეთესო ხუთეულში რჩება #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტზე“ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შემცირდა, მაგრამ ქართველი სერია A-ს საუკეთესო ხუთეულში რჩება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ხუთი მილიონი ევროთი შემცირდა, მაგრამ ის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ხუთეულში რჩება – განახლებული ფასები Transfermarkt-მა გაავრცელა.

საჩემპიონო სეზონის შემდეგ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევრო იყო. თუმცა, წლის ბოლოს შემცირდა და ახლა 80 მილიონი ევროა.

ამის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულში მეოთხეა. პირველ ადგილზე მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იყო, მაგრამ განახლებული მონაცემებით ნიგერიული თავდამსხმელის ფასი 120 მილიონის ნაცვლად, 110 მილიონი ევრო გახდა. მას „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი გაუთანაბრდა, რომლის ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.

სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთეული (Transfermarkt-ის მხედვით):

1. ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“ – 110 მილიონი ევრო;

2. ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლი“ – 110 მილიონი ევრო;

3. რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 90 მილიონი ევრო;

4. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო;

5. ნიკოლო ბარელა, „ინტერი“ – 75 მილიონი ევრო.