„ტრანსფერმარკტზე“ ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ფასი ხუთ მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT
Transfermarkt-მა ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება გაზარდა – დონეცკის „შახტარში“ გატარებული სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების 22 წლის მცველის ფასი ხუთი მილიონი ევრო გახდა.
ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ფასი მკვეთრად 2023 წლის 14 სექტემბერს გაიზარდა და 1,5 მილიონი ევროდან 2,5 მილიონი გახდა. 2023 წლის დეკემბერში ერი მილიონით მოიმატა, ახლა კი მისი შეფასება კიდევ უფრო სოლიდური გახდა.
ირაკლი აზაროვს საქართველოს ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა.
ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ხუთეული ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო;
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო;
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 15 მილიონი ევრო;
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო;
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 5 მილიონი ევრო.