„ტრანსფერმარკტმა“ საბა ლობჟანიძის შეფასება 4,5 მილიონამდე გაიზარდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება #1TVSPORT
საბა ლობჟანიძის სატარნსფერო ფასი კიდევ ერთხელ გაიზარდა და ის ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სამეულშია – ქართველი შემტევის შეფასება „ტრანსფერმარკტმა“ განაახლა.
გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალი მოთამაშეთა შეფასებას წელიწადში სამჯერ ანახლებს. ახლა პირველი შუალედური განახლება მოხდა და ესპანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, „ტრანსფერმარკტმა“ თურქეთის სუპერლიგის მონაცემებიც შეცვალა.
საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ფასი რომელიც 3.7 მილიონს შეადგენდა – განახლების შემდეგ საქართველოს ნაკრების და „ჰატაისპორის“ 27 წლის შემტევი ნახევარმცველის შეფასება 800 000 ევროთი გაიზარდა და ახლა მის გრაფაში 4.5 მილიონი ევრო ჩაიწერა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შრამდენიმე დღის წინ „ტრანსფერმარკტმა“ გიორგი მამარდაშვილის შეფასებაც გაზარდა და ის პირველი ქართველი მეკარე გახდა, რომლის ტრანსფერიც 5 მილიონად შეფასდა – მამარდაშვილი და ლობჟანიძე ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სამეულში ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ არიან.
საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-10
ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 16,00 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 5.00
საბა ლობჟანიძე, ჰათაისპორი 4,50
ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,00
დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00
ზურიკო დავითაშვილი, ტულა 2,50
გიორგი მიქაუტაძე, სერენი 2,50
გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,30
ჯიმი ტაბიძე, უფა 2.00
გიორგი ქვილითაია, აპოელი 1,80