„ტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა - საქართველოს ნაკრები 153 მილიონ ევროდ შეფასდა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტმა“ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა განახლებული საბაზრო შეფასებები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის ფასი შეიცვალა.
გიორგი მიქაუტაძის ფასი 10 მილიონი ევროდან 8 მილიონამდე შემცირდა, ზურიკო დავითაშვილის – სამი მილიონიდან 2.5 მილიონამდე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის 2.4 მილიონიდან 2 მილიონამდე.
სამაგიეროდ, მილიონი ევროთი მოიმატა ირაკლი აზაროვის (3,5 მილიონი), ოთარ კიტეიშვილის (3 მილიონი), გიორგი გოჩოლეიშვილისა (2.5 მილიონი) და გაბრიელ სიგუას (1.5 მილიონი) შეფასებამ, გიორგი ქოჩორაშვილი კი 1.2 მილიონი ევრო ღირს (600 ათასის ნაცვლად).
სულ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი (ბოლო შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიხედვით), 153 მილიონი ევროა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეული:
1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო;
2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 30 მილიონი ევრო;
3. გიორგი მიქაუტაძე, „აიაქსი“ – 8.00 მილიონი ევრო;
4. ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3.50 მილიონი ევრო;
5-6. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო;
5-6. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.