„ტრანსფერმარკტმა“ კოვტალიუკის შეფასება ნახევარ მილიონამდე გაზარდა
„ტრანსფერმარკტმა“ კოვტალიუკის შეფასება ნახევარ მილიონამდე გაზარდა

ტრანსფერმარკტმა“ მიკოლა კოვტალიუკის სატრანსფერო შეფასება გაზარდა – გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტომ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირის პირობით ფასად 500 000 ევრო დაასახელა.

25 წლის უკრაინელი თავდამხსხმელის სატრანსფერო ღირებულება 175 000 ევრო იყო, ახლა კი 325,000 ევროთი გაიზარდა. ეს საქართველოს ლიგისთვის მკვეთრი ზრდაა.

უკრაინელი გოლეადორი საქართველოში 2017 წლიდან თამაშობს. მისი პირველი კლუბი ფოთის „კოლხეთი“ იყო, სადაც პირველივე სეზონში 10 გოლი გაიტანა. იმავე წელს თბილისის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. გორის „დილას“ რიგებში, 2018 წლიდან გამოდის და 47 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა, სულ კი საქართველოს კლუბებში 71 მატჩში თავი 40 გოლით გამოიჩინა, რაც ეროვნული ლიგის ლეგიონერებში სარეკორდო მაჩვენებელია.

თუმცა, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ნიკა ნინუა – თბილისის „დინამოს“ 20 წლის კაპიტნის შეფასება 900 ათასი ევროა.

ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების ათეული:

1. ნიკა ნინუა, თბილისის „დინამო“ 900,000

2. ლევან ხარაბაძე, თბილისის „დინამო“ 800,000

3. ნიკა მალი, „საბურთალო“ 725,000

4-5. გიორგი კოხრეიძე, „საბურთალო“ 600,000

4-5. ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის „დინამო“ 600,000