გერმანულმა ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო შეფასებები გამოაქვეყნა.
ბოლო დროს, გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტში” მეტი სათამაშო დრო მიეცა და მისი შეფასება მკვეთრად გაიზარდა – ბელგიური კლუბის 18 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება იანვრიდან აპრილის დასაწყისამდე 1,2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ასევე გაიზარდა ოთარ კაკაბაძის შეფასება – საქართველოს ნაკრებისა და “ხიმნასტიკის” ქართველი მცველის ფასი მილიონი ევრო გახდა.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი კვლავ საბა კვირკველიაა – “ჯვაროსნებისა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის გრაფაში კვლავ 5,8 მილიონი წერია.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება
1. საბა კვირკველია, ”ლოკომოტივი” 5.8
2. გიორგი ჩაკვეტაძე, “გენტი” 3,0
3-4. გურამ კაშია არნემის ”ვიტესი” 2,5
ვალერი ყაზაიშვილი, ”სან-ხოსე” 2,5
5. ჯანო ანანიძე, მოსკოვის ”სპარტაკი” 2,3
6. თორნიკე ოქრიაშვილი, ”კრასნოდარი” 1,2
7. გიორგი ჭანტურია, ”ურალი” 1,1
8-11.დავით ხოჭოლავა დონეცკის ”შახტარი” 1,0
გიორგი ლორია, ”ანჟი”, რუსეთი 1,0
ჯაბა კანკავა, კოსტანაის ”ტობოლი” 1,0
ოთარ კაკაბაძე, “ხიმნასტიკი” 1,0.