„ტრანსფერმარკტის“ სიაში სიახლეებია - მიქაუტაძე ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებულთა ათეულში მოხვდა #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სიაში ცვლილებები მოხდა, რაც გიორგი მიქაუტაძეს უკავშირდება.
ბელგიური „სერენის“ 20 წლის ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 1.80 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ის საუკეთესოთა ათეულში დაწინაურდა. მიქაუტაძე დაეწია გიორგი ქვილითაიას და გადაასწრო საბა ლობჟანიძეს, ვაკო გვილიასა და გიორგი წიტაიშვილს.
მიქაუტაძე მცირე მოთამაშეთა სიას განეკუთვნება, რომლის ფასიც გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ გაზარდა. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ფეხბურთელის შეფასება შემცირდა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები
ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 18.00
ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3.00
დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00
გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2.70
ზურიკო დავითაშვილი, არსენალი 2.50
ჯიმი ტაბიძე, უფა 2.50
საბა კვირკველია, უგუნდო 2.50
ლევან შენგელია, ლევენი 2.00
გიორგი ქვილითაია, აპოელი 1.80
გიორგი მიქაუტაძე, სერენი 1.80
საბა ლობჟანიძე, ჰატაისფორი 1.50
ვალერიან გვილია, რაკოვი 1.50
გიორგი წიტაიშვილი, ჩერნომორეცი 1.20