„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ დაბრუნდება #1TVSPORT
„ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ დაბრუნდება #1TVSPORT

გიორგი ხარაიშვილი „ფერენცვაროშში“ დაბრუნდება – ინფორმაციას გერმანული სამენეჯრო ვებპორტალი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი უნგრეთის ჩემპიონს ეკუთვნოდა, საქართველოს ჩემპიონის რიგებში კი იჯარით თამაშობდა. თუმცა ეს ინფრომაცია ჯერ არცერთ კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია და შესაძლოა, იჯარა გახანგრძლივდეს.

გიორგიმ 29 აგვისტოს „დინამოს“ შემადგენლობაში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა ითამაშა და „დილას“ დამარცხებაში წვლილი ძალიან ეფექტური და ტექნიკური დარტყმით შეიტანა.

გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. 2018 წლის 23 თებერვალს იგი იჯარით წავიდა „გეტებორგში“, რომელთანაც 2019 წლის დასაწყისში სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შვედურმა კლუბმა შემტევ ნახევარმცველში თბილისურ კლუბს 300 000 ევრო გადაუხადა.

„ფერენცვაროშთან“ მას კონტრაქტი 2021 წლის თებერვლიდან აკავშირებს – თბილისის „დინამოში“ იჯარით თამაშობდა, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და 2023 წლის თებერვალში „დინამო თბილისში“ ფორმის აღსადგენად დაბრუნდა.

შემტევი ნახევარმცველი 2017 წლის იანვრიდან საქართველოს ნაკრების კანდიდატია. მეექვსე და ბოლო საერთაშორისო მატჩი ჩაატარა ხორვატიის წინააღმდეგ 2019 წლის ნოემბერში და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში არ გამოუძახებიათ.