„ტრანსფერმარკტი“ - „ვარეგემმა“ „არკას“ მილიონი გადაუხადა
„ტრანსფერმარკტი“ - „ვარეგემმა“ „არკას“ მილიონი გადაუხადა

„ზულტე-ვარეგემმა“ გდინიას „არკადან“ ქართველის ტრანსფერი გამოისყიდა – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალის ცნობით, ბელგიელებმა პოლონურ კლუბს მილიონი ევრო გადაუხადეს.

23 წლის ფლანგის თავდამსხმელმა „ზულტე ვარეგემთან“ კონტრაქტი 3 წლით გააფორმა, მაგრამ მას კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდებოდა და პოლონელებმა ქართველის ტრანსფერის გაყიდვა გადაწყვიტეს.