„ტრანსფერმარკტი“ - „დილაში“ რუანდის ნაკრების მცველი ითამაშებს #1TVSPORT
გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალ „ტრანსფერმარკტის“ და გამოცემა „ალ აფრიკას“ ცნობით, გორის „დილაში“ რუანდის ნაკრების მცველი ტიერი მანცი ითამაშებს.
ტიერი მანცი 26 წლისაა და ბოლოს რუანდაში „კიგალის“ კაპიტანი გახლდათ. მან საქართველოში თამაში მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც გასულ თვეში კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურა.
„სავარაუდოდ, 25 წლის მანცი „დილასთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის საქართველოში უკვე გაფრინდა და თავის ახალ გუნდს შეუერთდა, რომელიც უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს“, – წერს „ალ აფრიკა“.
ტიერი მანცი „კიგალიმდე“ თამაშობდა „ისონგაში“, „მარინესსა“ და „რაიონ სპორტსში“, არის რუანდის ნაკრების წევრი და მისი ფორმით 13 მატჩი ჩაატარა. ის პოზიციით ცენტრალური მცველია.
აღსანიშნავია, რომ „დილასთან“ ერთად მანცის ტანზანიის სუპერკლუბს „სიმბა“ იწვევდა, მაგრამ აფრიკაში დარჩენას საქართველოს თამაში ამჯობინა. მისი ბოლო კლუბი „კიგალი“ რუანდის ჩემპიონია. კლუბი 1993 წელს დაარსდა და რუანდის პატრიოტული ფრონტის არმიის გუნდია. „კიგალი“ რუანდაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – მან 16-ჯერ მოიგო ადგილობრივი ჩემპიონატი, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მისი უახლოესი მდევრის, „რაიონ სპორტის“ (8-გზის ჩემპიონია), სადაც მანცი ასევე თამაშობდა.