Transfermarkt - „რუბინმა“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლიდან“ რვა მილიონი მიიღო #1TVSPORT
ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე რვა მილიონი ევრო გამოიმუშავა, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.
Transfermarkt-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა, მნამადე კი „რუბინი“ იძულებული გახდა, ფეხბურთელი სახლში გაეშვა და „ნაპოლისთან“ გარიგებიდან რვა მილიონი ევრო გამოიმუშავა.
სერია A-ს სადებიუტო სეზონში კვარაცხელიამ შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, 21 წლის კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება ამჟამად 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.