Transfermarkt-მა პოლონეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების ფასები განაახლა - გაფრინდაშვილის ღირებულება გაიზარდა, წიტაიშვილის - შემცირდა #1TVSPORT
Transfermarkt-მა პოლონეთის ჩემპიონატის ფეხბურთელების ფასები განაახლა - გაფრინდაშვილის ღირებულება გაიზარდა, წიტაიშვილის - შემცირდა #1TVSPORT

Transfermarkt-მა პოლონეთის ჩემპიონატში („ექსტრაკლასა“) სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. შეიცვალა იქ მოთამაშე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი.

გაიზარდა ლუბინის „ზაგლებიეს“ ნახევარმცველის, თორნიკე გაფრინდაშვილის შეფასება და, 300 000 ევროს ნაცვლად, 400 000 გახდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანის, ნიკა კვეკვესკირის ფასი უცვლელია. ნახევარმცველი 1 000 000 ევრო ღირს. ასევე უცვლელია „კრაკოვიას“ მცველის, ოთარ კაკაბაძის ფასი – 700 000.

2022/2023 წლების სეზონის ბოლოს პოზნანის „ლეხში“ იჯარით გადასული გიორგი წიტაიშვილის შეფასება შემცირდა. პოლონეთში ერთი წლის განმავლობაში მისი ღირებულება 1 000 000 ევროდან 600 000 ევრომდე დაეცა. ბოლო განახლების დროს წიტაიშვილის ღირებულებას 200 000 ევრო ჩამოაკლდა.

ასევე შემცირებულია ვაკო გვილიას ღირებულება, რომელიც „რაკოვიდან“ წამოვიდა და ვარშავის „ლეგიაში“ ვარჯიშობდა. ახლა მის გრაფაში 350 000 ევრო წერია. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 2020 წლის 18 აგვისტოს 2 500 000-ს აღწევდა.