Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების 15 მოთამაშის სატრანსფერო ფასი ერთ მილიონ ევროს აღემატება #1TVSPORT
ცნობილმა სამენეჯერო პორტალმა, Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების განახლებული შეფასება გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ „ჯვაროსნების“ შემადგენლობის 15 წევრის სატრანსფერო ფასი ერთ მილიონ ევროს აღემატება.
ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).
საქართველოს ნაკრები:
საშუალო ასაკი: 26.8 წელი
ლეგიონერები: 24 (92.3%)
ფიფა-ს რეიტინგი: 75
ნაკრების ჯამური საბაზრო ღირებულება: 156,50 მილიონი ევრო
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტია, მაგრამ F ჯგუფში ყველაზე დაბალი შეფასება არ აქვს.
პორტუგალია: 1,06 მილიარდი ევრო
თურქეთი: 303,45 მილიონი ევრო
საქართველო: 156,50 მილიონი ევრო
ჩეხეთი: 146,65 მილიონი ევრო