Transfermarkt-ი - ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“ #1TVSPORT
Transfermarkt-ი - ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“ #1TVSPORT

სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“.

ქუთაისური გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი 5,3 მილიონი ევროა. პოზიცია საგრძნობლად დათმო ბათუმის „დინამომ“, რომელიც სამი წლის განმავლობაში ლიდერი იყო, მაგრამ წამყვანი მოთამაშეების წასვლის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

1. ქუთაისის ტორპედო 5.30

2. დინამო თბილისი 5.05

3. იბერია 4.83

4. დილა 4.61

5. ბათუმის დინამო 3.94

6. სამგურალი 3.10

7. თელავი 3.00

8. კოლხეთი 2.98

9. გაგრა 2.35

10. სამტრედია 2.04