„ტრანსფერმარკეტმა“ ბელგია გადააფასა - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი შემცირდა, ქვილითაია უცვლელია
„ტრანსფერმარკეტმა“ ბელგია გადააფასა - ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი შემცირდა, ქვილითაია უცვლელია
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა ბელგიის ჩემპიონატის მოთამაშეთა შეფასებები განაახლა და სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი შეამცირა.
 
„გენტისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერის პირობითი ღირებულება 2019 წლის ბოლოს 8 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 7,5 მილიონი გახდა. მიზეზი გასაგებია – ტრავმის შემდეგ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სასურველი ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა.
Transfermarkt-მა უცვლელად დატოვა გიორგის თანაგუნდელის, გიორგი ქვილითაიას შეფასება – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი კვლავ 2,5 მილიონი ევროა.