ტრანსფერი ვიტორ ბაიას ინიციატივით „დინამოდან“ „პორტუში“ - პორტუგალიელთა ცნობით, აბუაშვილი სარეზერვო გუნდიდან დაიწყებს #1TVSPORT
ტრანსფერი ვიტორ ბაიას ინიციატივით „დინამოდან“ „პორტუში“ - პორტუგალიელთა ცნობით, აბუაშვილი სარეზერვო გუნდიდან დაიწყებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 18 წლის თავდამსხმელი, გიგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს. 

„გიორგი აბუაშვილი „პორტუში“ ითამაშებს. 18 წლის ქართველი თავდამსხმელი საკუთარი ქვეყნის პრესაში იმედისმომცემი მოთამაშეა და შესაძლოა, მომავალი სეზონიდან კარიერა „პორტში“ გააძლიეროს. ის არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ახალგაზრდა ტალანტი, „დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ფეხბურთელს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. Transfermarkt – ის თანახმად, იგი შეფასებულია 200,000 ევროდ. ის „დრაკონებში“ („პორტუს“ ზედმეტახელია) თამაშს B გუნდში დაიწყებს“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.

ჯერჯერობით, გიგი აბუაშვილი თბილისშია. „დინამო თბილისში“ ამ ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „დინამოს“ მთავარ გუნდში ვარჯიშობს და ჯერ არ წასულა. „პორტუს“ გარდა, მისით სხვა არანაკლებ სახელიანი გუნდებიც დაინტერესდნენ, მაგრამ გიგის წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, სხვა წყარო საქართველოს პირველ არხს უმტკიცებს, რომ გიგი აბუაშვილის თაობაზე კლუბები შეთანხმდნენ. პორტუგალიური გრანდი ტრანსფერში არც ისე ცოტა თანხას იხდის და არის შეთანხმება, რომ გიგის შემდგომი ტრანსფერიდან თბილისური კლუბი თანხის 30%-ს მიიღებს. ამას გარდა ამტკიცებენ, რომ აბუაშვილი პორტუგალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და „პორტუს“ 19-წლამდელთა გუნდს შეუერთდება.

რაც ყველაზე საინტერესოა, გვითხრეს, რომ აბუაშვილის წაყვანა პორტუგალიის ნაკრების, „პორტუს“ და „ბარსელონას“ ყოფილმა მეკარემ, ვიტორ ბაიამ გააწყვიტა, რომელიც ამჟამად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. ამ ყველაფერის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაკონკრეტდება.