ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა - გიორბელიძე ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეა #1TVSPORT
ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა - გიორბელიძე ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეა #1TVSPORT

მოლაპარაკება დასრულდა, ტრანსფერი განხორციელდა და ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა – გუნდმა საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე დაიმატა.

„უკვე ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ქართველი განაპირა მცველი – გურამ გიორბელიძე დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი პოლონური „ზაგლებიედან“ ექვსთვიან იჯარას ითვალისწინებს“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

26 წლის გურამ გიორბელიძეს საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, 2021 წლიდან იწვევენ. მან „ჯვაროსნების“ ფორმით სულ 11 მატჩი ჩაატარა.

გიორბელიძე პირველ ეტაპზე იჯარით ითამაშებს, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ 26 წლის მცველის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მოიპოვა.