ტრანსფერი ეროვნულ ლიგაში, „სამგურალმა“ ჩეხეთიდან ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. გუნდმა 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ლეონარდო ლიმა დაიმატა, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
ლეონარდო ლიმა „პორტა პრეტას“ აღზრდილია, უთამაშია „ფლუმინენსეში“, „ოესტეში“, „ბაიაში“, „საო ბერნანდოში“, „უნიაო მოგიში“. 2022 წლის ზაფხულში ჩეხურ „პარდუბიცეში“ ჩაირიცხა, მაგრამ ახლა საქართველოში ნახევარწლიანი იჯარით გამოუშვეს.
საინტერესოა, რომ ლეონარდო ლიმას უფროსი ძმაც ფეხბურთელია. ლეო ჟაბა საბერძნეთის „პაოკში“ თამაშობდა. მისი ტრანსფერი ბრაზილიურ „სან-ბერნარდოს“ ეკუთვნის, მაგრამ იჯარით პორტუგალიურ „ესტრელაში“ თამაშობს.
შესაძლოა, ქართულ კლუბში ბრაზილიელი თავდამსხმელის დებიუტი მალე ვიხილოთ. წყალტუბოს „სამგურალი” სეზონის განახლებისთვის ემზადება. 22 ივლისს გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.