ტრამპლინიდან ხტომაში ოქროს მედალი ანდრეას ველინგერმა მოიგო (ვიდეო)

დასრულდა მამაკაცებს შორის ტრამპლინიდან ხტომის ტურნირი, რომელშიც პირველი ადგილი გერმანელმა სპორტსმენმა, ანდრეას ველინგერმა დაიკავა. საერთო ჩათვლაში მან ყველაზე მეტი, 259.3 მეტრი აჩვენა, მეორე და მესამე ადგილები კი ნორვეგიელებმა დაიკავეს. ვერცხლის მედალი იოჰან ანდრე ფორფანგმა მოიპოვა (250.9), ბრინჯაო კი რობერტ იოჰანსონმა (249.3) დაისაკუთრა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)