ტრაგედია ბოლივიაში - ავტობუსი საფეხბურთო გუნდით უფსკრულში გადავარდა
ტრაგედია ბოლივიაში - ავტობუსი საფეხბურთო გუნდით უფსკრულში გადავარდა

ავტობუსი, რომელშიც არგენტინული საფეხბურთო კლუბის Cicles Club Lavalle-ის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ბოლივიაში 150 მეტრი სიმაღლიდან უფსკრულში გადაიჩეხა, – იტყობინება Paginasiete.bo ტრაგედიის შედეგად. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ფეხბურთელი. 26-მა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

ინციდენტი ქალაქებს – ტარიჰასა და პოტოსის შორის ავტოტრასაზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების პრობლემა გახდა. ტრაგედიის სხვა გარემოებებს გამოძიება ადგენს.