„ტრაბზონსფორი“ ხარაბაძეს იწვევს - ის აზაროვის ალტერნატივაა #1TVSPORT
„ტრაბზონსფორი“ ხარაბაძეს იწვევს - ის აზაროვის ალტერნატივაა #1TVSPORT

ირაკლი აზაროვთან ერთად ლევან ხარაბაძის დამატებით თურქეთის ჩემპიონატის ლიდერი „ტრაბზონსფორი“ დაინტერესდა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ მარცხენა მცველის შესახებ ინფორმაციას ცნობილი თურქული გამოცემა „ფოტომაკი“ ავრცელებს.

ტრაბზონსფორი“ ქართველი მარცხენა მცველის დამატებას აპირებს. ამტკიცებენ, რომ „შინდისფერ-ლურჯმა“ გუნდმა ლევან ხარაბაძე მიიწვია, რომელიც „დინამო თბილისში“ თამაშობს და ამ გუნდის აკადემიის აღზრდილია“, – წერს გამოცემა.

ფოტომაკი“ 21 წლის ქართველ მცველს ასე ახასიათებს:

„ირაკლი აზაროვის შემდეგ, „ტრაბზონსპორმა“ 21 წლის ხარაბაძის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ვინ არის ლევან ხარაბაძე, რამდენი წლისაა და საიდანაა? „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ეფექტურად იყენებს მარცხენა ფეხს. მისი სიმაღლე 185 სმ-ია ლევანი დაცვაში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს“.

ლევან ხარაბაძე დაიბადა 2000 წლის 26 იანვარს, ქუთაისში, საქართველოში. გაიზარდა „დინამოს“ აკადემიაში, მთავარ გუნდში თამაში კი 2018 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, 2019 წელს, „ციურიხში“ იჯარით გაუშვეს. მაგრამ ტრავმის გამო თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და „დინამოს“ 2020 წელს დაუბრუნდა.

ლევან ხარაბაძეს ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდა. მაგრამ ევროთასებზე თბილისურ გუნდში ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც საერთო ფონზე გამოირჩეოდა.